კომპანია Rockstar Games-მა უკვე დაიწყო GTA 6 შექმნისთვის მზადება. შემქმნელები არ აპირებენ მიატოვონ ფრენჩაიზზე მუშაობა, რომლის უკანასკნელმა ნაწილმად მოიტანა 1 მილიარდზე მეტი დოლარი რელიზიდან რამდენიმე დღეში.
DJ Whoo Kid-მა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს GTA VI-ზე მუშაობაში. დი-ჯეის სიტყვების მიხედვით ახალი თამაშის მოვლენები განვითარდება გამოგონებულ ნიუ-იორკში.
ჯერ-ჯერობით შემქმნელები ჩუმად არიან მომდევნო სერიაზე, ლესლი ბენზისმა, რომელიც არის Rockstar North-ის პრეზიდენტი გამოტყდა, რომ შემქმნელებს "GTA-ს გასანვითარებლად იდეების მოსაფიქრებლად აქვთ 45 წელი". მან აღნიშნა ისიც, რომ გუდნმა "არ იცის როგორი იქნება GTA 6, მაგრამ რამდენიმე კონცეფციონალური იდეა უკვე არის".
ახლო მომავალში ახალი ნაწილის ოფიციალური ანონსი არ იგეგმება, რადგან შემქმნელები ჯერ კიდევ მუშაობენ GTA V-ს და GTA Online-ის დამატებებზე. Rockstar-ის უფროსის სიტყვების მიხედვით, GTA Online-ის მრავალმომხმარებლური რეჟიმი გახდა უფრო პოპულარული ვიდრე ვარაუდობდნენ - GTA V-ს მოთამაშეების 70% მონაწილეობდა მრავალმომხმარებლურ თამაშებში. ამ ყველაფერმა შესაძლებელია გამოიწვიოს ახალი ნაწილის დაანონსების თარიღის გადადება.
"რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ გამოვუშვებდით პროდუქტზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენად დიდი იყო, ჩვენ ვიღებდით ფულს და მაშინვე ახალ პროექტზე გადავერთობოდით. ახლა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შევქმენით შემოსავლის მუდმივი წყარო მომხმარებლებისგან და ეს საჩუქარი მუდმივად გვასაჩუქრებს ჩვენ", - აღნიშნა შტრაუს ზელნიკმა.